ლატვია რუსეთის საზღვარზე 90-კილომეტრიან ღობეს ააშენებს
ლატვიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის საზღვარზე 90-კილომეტრიანი ღობის მშენებლობის შესახებ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად არის მიღებული.
„აქამდე საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ლატვიელი და რუსი მესაზღვრეები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ინციდენტს აფიქსირებდნენ. ამის შემდეგ რუსეთს ეს ხალხი უკან მიჰყავდა. ახლა კი რუსი მესაზღვრეები ამ მხრივ საკმაოდ ცუდად მუშაობენ და საზღვრის გაძლიერება გახდა აუცილებელი“ – განაცხადა ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიხარდ კოზლოვსკისმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან საზღვრის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მანამდე ესტონეთმაც მიიღო.