უნგრეთმა ხორვატიასთან საზღვარი მთლიანად დახურა

უნგრეთის ხელისუფლებამ მთლიანად დახურა საზღვარი ხორვატიასთან, რათა დევნილების ნაკადი შეაჩეროს. ამ „მწვანე კორიდორით“ მრავალი თვის განმავლობაში ათიათასობით მიგრანტი სარგებლობდა, რომლებიც ევროპაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩადიან.  

პარასკევს საღამოს უნგრეთმა საზღვრის ბოლო მონაკვეთი დახურა და იქ მავთულხლართიანი ღობე აღმართა.  საზღვარზე ორი ტრანზიტული ზონა შეიქმნება, სადაც უნგრეთში შესვლის მსურველების რეგისტრაცია მოხდება. უნგრეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები შენგენის საზღვრის, უნგრეთის მოსახლეობის და ევროპის ქვეყნების დასაცავად არის მიღებული.

 სექტემბრის შუა რიცხვებში ანალოგიური ღონისძიება უნგრეთ-სერბეთის საზღვარზე განხორციელდა. მაშინ მიგრანტებს განუცხადეს, რომ საზღვრის გადაკვეთას ისინი მხოლოდ ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით შეძლებენ.   

ხირვატია-უნგრეთის საზღვრის საბოლოო გადაკეტვის შემდეგ ლტოლვილების ნაკადი სლოვენიას მიაწყდა. სლოვენიის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ადამიანებს იქამდე მიიღებს, ვიდრე ავსტრია და გერმანია იქნება გახსნილი – მიგრანტების მარშრუტის საბოლოო პუნქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები