შვედეთში სულ უფრო მეტ ბავშვს საკუთარი სქესი არ მოსწონს

შვედეთში, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საავადმყოფოში, სტოკჰოლმის სიახლოვეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ახალგაზრდა პაციენტების მიმართვებმა, რომლებიც საკუთარ სქესზე ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, – ამის შესახებ „შვედეთის რადიო“ იუწყება.
თუ 2013 წელს ასეთი მომართვების რაოდენობა 30 იყო, მიმდინარე წლის ბოლომდე პაციენტების რაოდენობა ასამდე გაიზრდება.
ამ ადამიანებს შეენიშნებათ ჰენდერული დისფორსია, ანუ სქესობრივი იდენტურობის მოშლა, როდესაც ადამიანი ბოლომდე ვერ ეგუება მამაკაცის და ქალის სტატუსს. სპეციალისტები ამ პაციენტების რაოდენობის გაზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნიან: „ადრე ამ ადამიანებს კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება არ ჰქონდათ. ზოგიერთმა ისიც კი არ იცოდა, რომ ამ პრობლემებით შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ“ – აცხადებს ფსიქიატრი ლუიზა ფრისენი.
ასევე ფსიქიატრები ექიმებთან მიმართვის გაზრდას საზოგადოებაში გენდერული იდენტურობის საკითხის ღიად განხილვასაც უკავშირებენ, რამაც ბავშვებს საშუალება მისცა საკუთარ გენდერულ საკითხზე ჩამოყალიბდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები