რუსმა ჰაკერებმა აშშ-ს ბიზნეს-სააგენტოების დახურული ინფორმაცია მოიპარეს

რუსმა ჰაკერებმა კომპანია Dow Jones-ის დახურული ინფორმაცია მოიპარეს. ეს კომპანია გამოცემა Wall Street Journal-ს და სხვა სააგენტოებს ფლობს. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჰაკერული შეტევის დეტალებს ამჟამად FBI და სხვა სპეცსამსახურები იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა მოიპარეს მასალები, რომლებიც გამოუქვეყნებელ ბიზნეს-ინფორმაციას შეიცავდა. ის Wall Street Journal-ში გარკვეული დროის შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო და მას სხვადასხვა კომპანიის აქციების ფასებზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.
მიმდინარე წლის აგვისტოში აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ ჰაკერების ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მოქმედებდა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი პრესრელიზების მოპარვით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები