ობამას თქმით, რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხში ურთიერთგაგება არა აქვთ
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სირიის საკითხზე ურთიერთგაგება არ არსებობს. მისი აზრით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში რუსეთის ფედერაციის და აშშ-ს ჩართვა „არ იმუშავებს“.
როგორც ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვსა და ვაშინგტონს სირიის სტრატეგიის საკითხში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. რუსეთი და ირანი ბაშარ ასადს უჭერენ მხარს, აშშ კი მის გადაყენებას ცდილობს. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა მიაღწიეს საბაზისო უერთიერთგაგებას, რომელიც აუცილებელია ორი ქვეყნის სამხედროებს შორის კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.