ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, თუ როგორ წვრთნის „ისლამური სახელმწიფო“ პატარა ბავშვებს (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ წვრთნიან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ერთ-ერთ ბანაკში 6 წლის ბავშვს. ვიდეოზე ჩანს, რომ ტერორისტები აიძულებენ ბავშვს მავთულხლართის ქვეშ გაცოცდეს და მასთან ახლოს ავტომატიდან ისვრიან. ტყვიები მიწას ბავშვის თავთან რამდენიმე სანტიმეტრში ხვდება.
ვიდეოზე ასევე ისმის ისლამისტების და პატარა ბავშვის შეძახილები „ალაჰ აკბარ“. ვიდეომასალის გადაღების თარიღი უცნობია. ის, სავარაუდოდ, ერაყში ან სირიაშია გადაღებული. ტერორისტები ბავშვებს თავისი ქვედანაყოფებისთვის მათ მიერ დაკავებულ სოფლებში არჩევენ და, ხშირ შემთხვევაში, მშობლებს ბავშვებს ძალით ართმევენ.

https://www.youtube.com/watch?v=NLcTc_xclWY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები