ისრაელის სამხედროებთან მომხდარი შეტაკების შედეგად ოთხი პალესტინელი დაიღუპა
პალესტინელებს და ისრაელის სამხედროებს შორის იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი შეტაკებების შედეგად ოთხი პალესტინელი დაიღუპა.
ქალაქ ბეით ფურიკში საპროტესტო აქციების მონაწილეები ისრაელის სამხედროების ბლოკ-საგუშაგოსთან მივიდნენ და მას ქვები დაუშინეს. საპასუხო სროლის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა.
კიდევ ორი პალესტინელი ღაზას სექტორში მოკლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია პალესტინელზე, რომელიც ერთ-ერთ სამხედროსთან ახლოს მივიდა და ის დანით დაჭრა. თავდამსხმელი ასევე მოკლეს.
პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ პარასკევი „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა და ისრაელის წინააღმდეგ აქციების გამართვის მოწოდებით გამოვიდა.