მოსკოვში მსახიობ ევგენი ლეონოვის ძეგლი მოიპარეს

ცნობილი საბჭოთა მსახიობის ევგენი ლეონოვის ქანდაკება, რომელიც კონოსტუდია „მოსფილმთან“ იდგა, დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ მოსკოვის პოლიციის წარმომადგენელმა ანდრეი გალიაკბეროვმა შეატყობინა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს და მოწმეები დაკითხეს.
ევგენი ლეონოვის ძეგლი მოსკოვში 2001 წელს დადგეს. ამ კომპოზიციაში გამოყენებულია ლეონოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი „დოცენტი“ კინოფილმიდან „იღბლიანი ჯენტლმენები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები