რუსეთში საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ტომსკში კერძო საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
როგორც ტომსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ნაპოვნია სამი ბავშვის – 1,5 და 3 წლის ბიჭების და ოთხი თვის გოგოს ცხედარი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აალების მომენტში ბავშვები სახლში მარტოები იმყოფებოდნენ და იმ ოთახში, სადაც ბავშვები იყვნენ. ჩართული იყო გამათბობელი.
წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვამ გამოიწვია. გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს დაღუპული ბავშვების მშობლები და მოწმეები.