ჩინეთმა აშშ-ს მილიარდერების რაოდენობით გაასწრო
ჩინეთმა აშშ-ს დოლარების მილიარდერების რაოდენობით გაასწრო. ამ მონაცემებს გამოცემა „ჰუჟუნი“ აქვეყნებს. მიმდინარე წელს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ქონება მილიარდ დოლარზე მეტია, 596-მდე გაიზარდა. აშშ-ში კი 537 მილიარდერია.
ჩინეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა კომპანია Wanda-ს პრეზიდენტი ვან ცზიანლინი. მისი და მისი ოჯახის ქონება 34,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი კომპანია დაკავებულია ტურისტული და გასართობი ობიექტების მშენებლობითა და ექსპლოატაციით, ასევე ეკუთვნის სავაჭრო ცენტრები როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. მეორე ადგილზეა მა იუანი – ინტერნეტვაჭრობის კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი. მისი ქონება 22,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს ჩინეთში „მხოლოდ“ 242 მილიარდერი იყო.