ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის მეჩეთში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Yahoo News-ი იუწყება. წინასწარი ინფრომაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს. ათობით ადამიანი დაიჭრა.
„ყველა ადამიანი, ვინც მეჩეთის შიგნით იმყოფებოდა, დაიღუპა. დაჭრილები შენობის გარეთ იდგნენ“, – განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომელიც ტერაქტებს რეგულარულად აწყობს. რამდენიმე თვის წინ ამ დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე ფიცი დადო.