რუსეთის თავდაცვის უწყება: თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსეთს არ ეკუთვნის
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოვიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ ყველა რუსული თვითმფრინავი, რომელიც სირიაში მოქმედებს, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა. იგივე ეხება უპილოტო აპარატებსაც.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რომელიც აშშ-ს მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ეს უპილოტო საფრენი აპარატი შეიძლებოდა რუსული ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ თურქულმა ტელეარხმა NTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი თვითმფრინავი იყო განადგურებული. ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი სამი გაფრთხილების შემდეგ იყო განადგურებული.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევაში ორჯერ დაადანაშაულა. მეორე ფაქტის შემდეგ ანკარამ განაცხადა, რომ მომავალში მის სივრცეში შეფრენილ ხომალდებს გაანადგურებს.