ევროკავშირი თურქეთისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს თურქეთისთვის ფინანსური დახმარების სახით 3 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. ამ თანხებით ანკარამ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი უნდა მოაგვაროს. ამის თაობაზე, „როიტერის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მერკელის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ მიგრანტები საკუთარ ტერიტორიაზე უნდა გააჩეროს და ევროკავშირის ტერიტორიაზე მათი შეღწევა არ დაუშვას. ამასთანავე, მერკელი ამბობს, რომ ორგანიზაციის წევრები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
მერკელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ თურქეთმა უკვე დახარჯა სირიელი ლტოლვილების განთავსებაზე 7 მილიარდი ევრო, ხოლო ევროკავშირი მას მხოლოდ 1 მილიარდით დაეხმარა.
ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის თქმით, თურქეთთან ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით ევროპამ მიაღწია შეთანხმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები