თურქეთმა თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის მხრიდან მისი საჰაერო სივრცე დაარღვია

თურქეთმა დღეს სირიის ტერიტორიის მხრიდან შემოფრენილი ამოუცნობი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
„სამჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენას განაგრძობდა. ამის შემდეგ ჩვენმა თვითმფრინავებმა წესებით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინეს და თვითნფრინავი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ თურქეთის გენერალურ შტაბში.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საუბარია, სავარაუდოდ, უპილოტო თვითმფრინავზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის საჰაერო ძალების მიერ სირიიდან შემოფრენილი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არც თურქეთმა, არც რუსეთმა არ დაადასტურა.
რუსეთის ავიაცია 30 სექტემბრიდან სირიაში სამხედრო ოპერაციას ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები