მოლდავეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

მოლდავეთში დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი. ამჟამად ის კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალური ცენტრის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
მოლდავეთის გენერალურ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ფილატი 1 მილიარდი დოლარის გაფლანგვასთან არის დაკავშირებული. 15 ოქტომბერს მოლდავეთის პარლამენტმა ვლადიმერ ფილატს იმუნიტეტი მოუხსნა, ვინაიდან მას, როგორც პარლამენტის წევრს, ხელშეუხებლობა ჰქონდა.
ფილატის გასამართლებას ოპოზიცია მოითხოვდა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალური ცენტრის თანამშრომლებმა ვლადიმერ ფილატის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები