„ჩემი გამარჯვება იქნება გარანტია, რომ „რუსთავი 2“ დაიბრუნებს საზოგადოების პატივისცემას“

„რუსთავი 2“-ის დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება გარანტია იმისა, რომ ეს არხი გახდება მიუკერძოებელი მედიასაშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემას და სიყვარულს, – ამის შესახებ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ხალვაში გამოცემასთან აღნიშნავს, 2006 წლის, 17 ნოემბერს ტელეკომპანია პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე დათმო.

 თქვენმა სამართლებრივმა დავამ „რუსთავი 2“-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აჟიოტაჟი გამოიწვია და რაც მთავარია, ამას დაედო პოლიტიკური სარჩული. რით შეგიძლიათ დაარწმუნოთ საზოგადოება, რომ ეს ნამდვილად ასე არ არის?

– მე კითხვას შეგიბრუნებთ – რატომ არ უნდა მიმემართა სასამართლოსთვის და რატომ არ უნდა მომეთხოვა ჩემი უფლებების აღდგენა?

– მართლაც, რატომ აქამდე არ მოითხოვეთ? 

–  პირველად ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში მივმართე პროკურატურას, შემდეგ 2009 წლის იანვარში, თუმცა ძიება არც მაშინ დაწყებულა. საყურადღებოა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის დასკვნაშიც არის მითითებული. შემდეგ, უკვე 2012 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ მივმართე პროკურატურას და საქმე დღემდე, თითქმის მესამე წელი სრულდება, ძიებაშია, თუმცა შედეგი არ ჩანს. უშედეგო ლოდინის შემდგომ, ჩემი გერმანელი ადვოკატების რჩევით გადავწყვიტე, სამოქალაქო სარჩელით მიმემართა სასამართლოსთვის.

– თქვენ პრეტენზია გაქვთ, რომ არხი წაგართვეს?

– პრეტენზია არა, ნამდვილად წამართვეს… უშუალოდ, მაშინდელი პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე დავთმე, 2006 წლის 17 ნოემბერს…

– რას ნიშნავს – „მოთხოვნის საფუძველზე დავთმე“ – ნებაყოფლობით დათმეთ, შეგეშინდათ, მუქარა იყო, თხოვნა თუ მოთხოვნა? 

– პრეზიდენტმა დამიყენა ულტიმატუმი. პრეზიდენტის წინადადება ასე ჟღერდა _ შენთვის ჯობია დაგვითმო და რასაც აკეთებდი, ის გააგრძელო პრობლემების გარეშე, ხოლო „რუსთავი 2“ გადმოგვცე ჩვენო.

– თუმცა, „რუსთავი 2“-ის დათმობამ თქვენი ბიზნესები ვერ გადაარჩინა…

– როდესაც პრეზიდენტი არჩევანის წინაშე გაყენებს, ან დათმობ, ან ყველაფერს დაკარგავ. როდესაც ტელეკომპანიას თმობ და მეორე დღესაც იგივე პრეზიდენტია ქვეყანაში ექსკლუზივი და იგივე ხალხია მმართველობაში, არ ვფიქრობ, რომ რაიმე შანსი მქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები