კადიროვი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას მოითხოვს

ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს მიაჩნია, რომ რუსეთში ტერორიზმისთვის უმაღლესი სასჯელი სიკვდილით დასჯა უნდა იყოს.
„ტერორისტების კვება და მათი გაჩერება ციხეში არასწორია. ისინი იქ ხალხის „დავერბოვკებით“ არიან დაკავებულები. წინასწარმეტყველმა თქვა, რომ სადაც ისინი იქნებიან, იქ სისხლიც იქნება და ამიტომ მათი განადგურებაა აუცილებელი. ისინი მუსულმანები არ არიან და ამას წინასწარმეტყველიც ამბობს“, – განუცხადა კადიროვმა ტელეარხ „როსია 24“-ს.
მისი თქმით, ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთს ომი გამოუცხადა, რაზეც მეტყველებს „ბოევიკების“ დაკავება, რომლებიც მოსკოვსა და გროზნოში ტერაქტებს ამზადებდნენ. კადიროვმა აღნიშნა, რომ ისლამისტების აგენტურა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებენ და მუდმივად ამოწმებენ ტყეებსა და მთებს. ამიტომ, მისი თქმით, ჩეჩნეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები