ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე სროლა მოხდა

ბულგარეთის ქალაქ სრედეცთან, თურქეთის საზღვრის სიaხლოვეს, ლტოლვილების მონაწილეობით სროლა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო BTA იუწყება. სააგენტოს ცნობით, ბულგარელი მესაზღვრეები საზღვარზე დაახლოებით 40 ლტოლვილის შეჩერებას ცდილობდნენ, ზოგიერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ორმხრივი სროლის შედეგად ერთი ლტოლვილი დაიღუპა.
ინციდენტის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა სამიტი დატოვა.
რამდენიმე დღის წინ ბორისოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მაკედონიასთან სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღo. ამ ზომებმა ბულგარეთ-მაკედონიის საზღვარზე ლტოლვილების უკონტროლო ნაკადი უნდა შეამციროს. 2015 წელს ქვეყანაში თავშესაფარი 9,2 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდან არის და ბულგარეთში თურქეთის გავლით ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები