უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა
უკრაინა, ეგვიპტე, ურუგვაი და იაპონია 2016-2017 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები იქნებიან. ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ამ ქვეყნებმა დარბაზში დამსწრე წევრების ორი მესამედის მხარდაჭერა მიიღეს.
მომავალი წლიდან ეს ქვეყნები უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს შეცვლიან, ესენია: ჩადი, ნიგერია, ლიტვა, ჩილე და იორდანია, რომლებიც საბჭოს წევრებად ასევე ორი წლით იყვნენ არჩეულები.
უშიშროების საბჭო გაეროს ძირითადი ორგანოა, რომელსაც ორგანიზაციის წესდება მსოფლიოში უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს.