Air Berlin მოსკოვსა და ბერლინს შორის რეისებს წყვეტს

გერმანული ავიაკომპანია Air Berlin მომავალი წლის იანვრიდან მოსკოვსა და ბერლინს შორის ავიამიმოსვლას წყვეტს, ხოლო მომავალში რუსეთის მიმართულებით სხვა რეისებსაც გააუქმებს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
რუსეთის მიმართულებით ფრენის გაუქმების გადაწყვეტილება კომპანიამ ავიაბილეთებზე მოთხოვნილების მკვეთრი შემცირებით ახსნა. „ბერლინი – მოსკოვის“ რეისის გარდა, საუბარია ასევე რეისებზე: „მოსკოვი-დიუსელდორფი“ და „კალინინგრადი-ბერლინი“. მანამდე Air Berlin-მა უკვე გააუქმა რეისები მოსკოვსა და ვენას და სანქტ-პეტერბურგსა და ბერლინს შორის. კომპანიამ რუსეთის მიმართულებით რეისების რაოდენობაც შეამცირა.
სექტემბერში რუსეთის მიმართულებით რეისების შემცირების შესახებ ბრიტანულმა კომპანია EasyJet-მაც განაცხადა. რუსეთში რეისების შემცირების გადაწყვეტილება კომპანია Lufthansa-მაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები