ამერიკულ ეკლესიაში მშობლებმა ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილოდ სცემეს

აშშ-ს ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლმა და მშობლებმა ორ მოზარდს სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მრევლის და ახალგაზრდების მშობლების განრისხება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ძმებმა აღსარებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
ინციდენტი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰართფორდში მოხდა. სააგენტოს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი 19 წლის ლუკას ლეონარდი და მისი 17 წლის ძმა – კრისტოფერ ლეონარდი აღმოჩნდნენ. მოზარდების მშობლები პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, ხოლო ცემაში მონაწილე კიდევ ოთხი პირი – ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.
ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები „სიცოცხლის სიტყვის“ რელიგიური თემის წევრები არიან, რომელიც, თავის მხრივ, „რწმენის მოძრაობის“ რელიგიურ ჯგუფში შედის. ეს პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები