„ვაშინგტონ პოსტი“ – ავსტრალიაში 2 მილიონი კატის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს

ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2020 წლამდე 2 მილიონი კა12166747_10204766833002296_41146917_nტა უნდა განადგურდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ კატები იშვიათი ჯიშების ცხოველებს ანადგურებენ. მთლიანად ავსტრალიაში დღეს 20 მილიონამდე კატა ბინადრობს.
როგორც ავსტრალიის მთავრობის რწმუნებული იშვიათი ჯიშის ცხოველების საკითხში ენდრიუ მორისი აცხადებს, კატებმა უკვე გაანადგურეს 24 სახეობის ცხ12167595_10204766833602311_825469743_nოველი. გადაშენების პირასაა კიდევ 124 სახეობის ცხოველი – მათ შორის სხვადასხვა ჯიშის თაგვები, ჭიანჭველაჭამიები და ხვლიკები.
„მწვანე კონტინენტის“ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა აღშფოთება მთელ მსოფლიოში. შოუბიზნესის ვარსკვლავები ავსტრალიის ხელისუფლებას კატების გენოციდში ადანაშაულებენ. ბრიტანელმა მომღერალმა სტივენ პატრიკ მოროსიმ ავსტრალიის მთავრობას „მეცხვარეების კომიტეტი“ უწოდა, რომელსაც ცხოველების კეთილდღ12168094_10204766832962295_1210448747_nეობა ფეხებზე ჰკიდია. მორისის ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო ეთანხმება. „ცხოველების ეს გენოციდი არაჰუმანური და სასაცილოა“, – აცხადებს ლეგენდარული მსახიობი. მისი აზრით, განადგურების ნაცვლად, უკეთესია კატების სტერილიზაცია მოხდეს.
ამერიკის სმიტსონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კატები ყოველწლიურად მილიარდობით ცხოველს ხოცავენ. მხოლოდ აშშ-ში კატები კლავენ დაახლოებით 1,4 მილიარდ ფრინველს და 7-დან 20 მილიარდამდე სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარს. მეცნიერების აზრით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კატები 33 სახეობის ცხოველის გადაშენების მიზეზი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები