სააკაშვილმა ოდესის რეგიონული საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე იულია მარუშევსკაია წარადგინა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ რეგიონის საბაჟოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 26 წლის იულია მარუშევსკაია წარადგინა. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის „მე-7 არხის“ ეთერში განაცხადა. გუბერნატორის თქმით, გოგონა ამ თანამდებობის შესრულებას, შესაძლოა, მომავალ კვირას შეუდგეს. ასევე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საბაჟო ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. მისი განცხადებით, საბაჟოზე ყველა მაკონტროლებელი ორგანო გაუქმდება.
ამჟამად მარუშევსკაია მიხეილ სააკაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები