შვეიცარიული ბანკები რუსეთის მოქალაქეთა ანგარიშებს ხურავენ

უმსხვილესი შვეიცარიული ბანკები: UBS და Сredit Suisse მასობრივად ხურავენ რუსი კლიენტების ანგარიშებს. ამის შესახებ „ფორბსი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ბანკები იმ ანგარიშებს ხურავენ, სადაც აქტივები 5 მილიონ დოლარზე ნაკლებია. ანგარიშის დახურვაზე უარის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, საკომისიო გადასახადი გადაიხადოს, რომელიც თვეში ათას შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს. ამ ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი სიტუაცია გასულ წელსაც შეიქმნა, ოღონდ მაშინ ის შეეხო კლიენტებს, რომლებსაც ანგარიშზე 3 მილიონ დოლარზე ნაკლები ჰქონდათ. რუსეთის მოქალაქეებს პრობლემები უცხოურ ბანკებთან დაკავშირებით ყირიმის ანექსიის შემდეგ შეექმნათ. ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სანქციები დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები