ცემა-ტყეპა „ნაციონალების“ ახალ ოფისში? ვისთან მოუვიდა დაპირისპირება ნიკა მელიას?

ცემა-ტყეპა „ნაციონალების“ ახალ ოფისში? ვისთან მოუვიდა დაპირისპირება ნიკა მელიას? – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ახალ ნომერში სტატისა აქვეყნებს.
როგორც “ალია” წერს, შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დატოვოს. ასევე სტატიაში ნათქვამია, რომ პარტიიდან ვანის მაჟორიტარი, აბაშის მაჟორიტარი, და თერჯოლის მაჟორიტარი წავიდნენ.
„ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე არ არის გამორიცხული, პარტიიდან წავიდნენ ვანის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძე. როგორც ავი ენები ამბობენ, ესენი ცოტა ხნის წინ გაქცეულებს (გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძეს, პავლე კუბლაშვილს) შეუერთდებიან და საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს მოხდება „ისტორიული“ მოვლენა- შეიქმნება ახალი ფრაქცია. მართალია, დავით ბაქრაძე ამბობს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ, დღეს ძირითადად მაჟორიტარებს აშანტაჟებენ, უმცირესობის დატოვებას სთხოვენ, მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებითო, მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ლირიკაა (აღარაფერს ვამბობ „ნაციონალურ“ ზღაპრებზე). ჯერ ერთი ბაქრაძე არ გახლავთ ის „ჩიტი“, ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს (ხელისუფლება ამაზე რომც დასთანხმდეს, პროცედურულად მაინც 1 წელია საჭირო) და მეორეც – სწორედ ასე იგიჟებდნენ თავებს უკვე წასული ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებით, რომელი პარტიის დატოვება, რა ატამი, რის ტყემალიო? მოკლედ, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობაში“ ე.წ. ნაჭები იხდება და იქ შედარებით დაბალი რანგის „სასტავი“ რჩება, ბუნებრივია, ქვედა რგოლებში იწყება რღვევა, ნერვიულობა, საქმეების გარჩევა და ხშირად გადადიან ცემა-ტყეპაზეც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ„ნაციონალები“ შეკრებილან „ახალ“ ოფისში (მოგეხსენებათ, რაც კახეთის ტრასასთან მდებარე ცენტრალური ოფისი გაყიდეს, ლაურა ღაჭავას „პირიმზეში“ იქირავეს ფართი), დაუბარებიათ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაუწყიათ გარკვევა, რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ, რა „ბაგაჟი“ აქვთ, ვინ არის სანდო, ვინ არ არის სანდრო, რა კუთხით არის სამუშაო ჩასატარებელი. როგორც „ალიას“ ინკოგნიტო წყარო უყვება, ამ შეკრებაზე „პარადი“ მიჰყავდა ნიკა მელიას, რომელსაც შეეპასუხა და თავისი შეხედულებების გამართლება სცადა კრწანისის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად ვაზისუბნის ორგანზიაციის ხელმძღვანელმა რომეო ფარულავამ: „ნიკა მელიამ ცოტა ხანს ითმინა და ბოლოს მაინც გაშალა მკლავი, ფარულავას გაჩერება მხოლოდ მუშტით და წიხლით სშეძლო. ფარულავამ კი სცადა თავის დაცვა, მაგრამ მაინც დაიბეგვა. ეს ის ტიპია, რომელიც 2013 წლამდე კრწანისის რაიონის გამგებლის ყოფილმა მოადგილე იყო და 2014 წლის თებერვალში ორი დღე ჰყავდათ მოდულის შენობაში დაკითხვაზე. ფარულავას დაბარება და მოწმის სტატუსით დაკითვა კრწანისის გამგეობაში მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ ის იმ შუალედური დასკვნის საფუძველზე დაიბარეს, რომელიც საკრებულოს კომისიამ მოამზადა და შსს-ს გადაუგზავნა. მაშინ „ნაციონალებმა“ ეს საქმეც, როგორც ყველა, პოლიკურ დევნად მონათლეს, გამგებლის ყოფილი მოადგილე ამ ხელისუფელბის წინააღმდეგ ძალიან აქტიურობს და მისი გაჩუმება უნდათ, მან მთავრობა კორუფციასა და სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევაში არაერთხელ ამხილაო“. ინკოგნიტო წყაროს თქმით, „ნაციონალები“ უკვე ნერვებზე სხედან, რამდენიაც არ უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ე.წ. ლიდერმა და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებმა დასასვლეთიდან, ისინი მაინც ხედავენ როგორ იპარებიან პარტიიდან „მოაზროვნეები“ და როგორ ეშლებათ პარტია ცხვირწინ: „მელია-ფარულავას დაპირისპირება არც პირველია და არც უკანასკნელი, „ნაციონალებში“ თითქმის ყველა შეკრებაზე ხდება მსგავსი ინციდენტი. ის კი არა, ამას წინათ თქვენ დაწერეთ, მათი დაცვის უფროსმა ოფისიდან ავეჯიც კი მოიპარა. ეტყობა, ეგონა, გადაბარგების დრო მოვიდა და ვერაფერს გაიგებენო, მაგრამ უკან მოატანინეს. გაიხსენეთ< როცა „ოთხეული“ წავიდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ეს ჯერ კიდევ არაფერია, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ სამ ჯფუფად დაიშლება,, გასაკვირიც იყო, აქამდე რომ არ დაიშალნენო. რამდენიც არ უნდა იტრაბახონ, პარტიის შიგნით დიდი პრობლემებია, იქიდან, ფაქტობრივად, გაძევებულია ბაჩანა ახალაიას სასტავი მისი მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მეთაურობით. ალბათ, ამჩნევთ, ეს ქალბატონი საერთოდ აღარ აქტიურობს. მათდა სამწუხაროდ, საქმეს არ შველის მიშა მაჭავარიანის განცხადებები ბრძოლის კიდევ უფრო მეტი ენერგიით გაგრძელებაზე. როდესაც გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყვირის, საზოგადოებასთან შევთანხმდით, მილიარდერი საქართველოდან უნდა წავიდესო, მისივე აქტივისტები კულუარებში ბუზღუნებენ, გზის ფული მაინც მოგვეცით, თორემ სახლებიდან ფეხს აღარ გამოვადგამთპ. ძალიან ბევრი მათი აქტივისტი უკვე აღარ დადის აქციებზე. მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ინტერნეტში „თავისუფალმა ზონამ“ ანუ კობა ხაბაზმა, ყველას, ცინც ცოტა მაინც აზროვნებს, საკუთარი გვერდი გაუხსნა და ასე ვთქვთ, იქ უნდა იაქტიურონ დაუსწრებლად, თან თემებს აძლევენ, კონკრეტულად რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
„ნაციონალების“ ჭკუით, ასევე აპირებენ საინფორმაციო ომის მოგებას. სხვათა შორის, ეს რომეო ფარულავა ხშირად ჩაჰტავთ ხოლმე უკრაინაში, ის პარალელურად „თავისუფალი ზონის“ წევრი გახლავთ და ბოლო დროს პარტიაში საკმაოდ „გაბლატავდა“. ნიკა მელიას ცემა „გამოაჯანმრთელეს“ თუ არა, ვერ გეყტვით“. „ალია“ კომენტარისთვის ნიკა მელიას დაუკავშირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან რომეო ფარულავას ცემის ფაქტი არ დაადასტურა: „გილოცავთ სვეტიცხოვლობას.. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ საკუთხზე, მართლა არ ვიცი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვის მოაქვს ასეთი ამბები, ადამიანურად მაინტერესებს. თუ მაინცდამაინც ამბის შეთხზვაა, რატომ უნდა მეცემა რომეო და არა ირაკლი, ან სხვა ვინმე? მართლა საინტერესოა, ვინ აბაზრებს ასეთ ამბებს?“ ნიკა მელია არ აკონკრეტებს, „ირაკლი“-ში ვის გულისხმობს, ღარიბაშვილს, სესიაშვილს თუ ფირცხალავას. ამ ქვეყანაში ბევრი ირაკლია. კახელების თქმისა არ იყოს, თუ ბატონი აუცილებელია, მაშინ ამ „თანამდებობაზე“ ჩვენი შქრო დავნიშნოთო, თუ ცემა აუცილებელია, მაშინ ისევ „ჩვენს“ რომეოს ვცემოთ – ჯერ ერთი, ამის გაკეთება იოლია, და მეორეც – ერთი ადგილით რომ ჩამოვკიდოთ, მაინც არ იჩივლებს და შარში არ გაგვხვევს“,- წერს გაზეთი „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები