თალიბებთან შეტაკების შედეგად 29 ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა
ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა სასაზღვრო სამსახურის 29 თანამშრომლის დაღუპვის ფაქტი ჰელმანდის პროვინციაში თალიბების თავდასხმის გამო. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება. სამი დღე-ღამის განმავლობაში ორ საგუშაგოზე ბრძოლები მიმდინარეობდა. მესაზღვეებს დახმარება არავინ აღმოუჩინა. მათი უმეტესობა ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, ხოლო რვა სამხედრო პირი „თალიბანმა“ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. ამ ბრძოლაში თალიბების მხრიდან დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის რამდენიმე პროვინციაში სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს ერთ დღე-ღამეში 125 „ბოევიკი“ განადგურდა.