„ბი-ბი-სი“ – აშშ და რუსეთი სირიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან ახლოს არიან

აშშ-სა და რუსეთის სამხედროები ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან ახლოს არიან. ამ დოკუმენტით სირიის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაზისო პროცედურები განისაზღვრება.
როგორც „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეატყობინა, გამორიცხული არ არის, რომ დოკუმენტის ხელმოწერა უახლოეს მომავალში მოხდეს. მისი თქმით, დარჩენილია ზოგიერთი ტექნიკური დეტალის შეთანხმება. ამ საკითხის გარკვევა სირიის საჰაერო სივრცეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა აუცილებელი, როდესაც ორი რუსული და ორი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი ერთმანეთს ვიზუალური კონტაქტის მანძილზე მიუახლოვდნენ. პენტაგონმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში რუსული სამხედრო კამპანიის დაწყებიდან მოლაპარაკების მესამე რაუნდი გამართეს, რათა „დაუგეგმავი ინციდენტები“ თავიდან აიცილონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები