პუტინმა მედვედევი ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენით დაჯილდოების თაობაზე. ბრძანებულების ტექსტი სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტსაიტზე განთავსდა. მედვედევმა ეს ჯილდო „რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილის შეტანისთვის“ მიიღო. დიმიტრი მედვედევს ორდენი დაბადების დღეს – 14 ოქტომბერს გადაეცა. მას 50 წელი შეუსრულდა. ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სახელმწიფო ჯილდოა.