დავით საყვარელიძის თქმით, უკრაინის პროკურატურის ბიუჯეტი 6 მილიარდ გრივნას უნდა შეადგენდეს
უკრაინის პროკურატურის სისტემის დაფინანსება ორჯერ უნდა გაიზარდოს და 6 მილიონი გრივნა (280 მილიონი აშშ დოლარი) გახდეს. ამის შესახებ შევჩენკოს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ოდესის ოლქის პროკურორმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.
„ჩვენ უკვე მივმართეთ მინისტრთა კაბინეტს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით სულ მცირე ორჯერ დიდი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება სულ მცირე 6 მილიარდი გრივნა, რათა შეიქმნას ელემენტარული პირობები იმისათვის, რომ პროკურატურამ თავისი უფლებამოსილება შეასრულოს“, – განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, უკრაინის პროკურატურას მომავალში ელოდება რეფორმირება რეგიონულ დონეზე, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცესია.