ავღანეთში ერთ დღე-ღამეში 125 თალიბი დახოცეს
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავღანელმა სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ 125 „ბოევიკი“ დახოცეს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციები გაზნის, ჰელმანდის, ყანდაარის, ქუნდუზის, ურუზგანის, ბადახშანის და კიდევ 6 პროვინციაში ჩატარდა. განადგურებული „ბოევიკების“ გარდა, დაჭრილია 40 ტერორისტი, ხოლო 1 ადამიანი დაკავებულია. სამთავრობო ძალებში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველაზე მძიმე ბრძოლა ქუნდუზის პროვინციაში გაიმართა. აქ „თალიბანმა“ რამდენიმე დღით პროვინციის უდიდესი ქალაქი დაიკავა. სამთავრობო ძალებმა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ აღადგინეს, რაშიც ავღანურ ჯარს ამერიკული ავიაცია ეხმარებოდა.