საფრანგეთის ხელისუფლებამ ალპებში მგლების დახოცვის ნებართვა გასცა
მგლებზე მონადირეთა ჯგუფი ფრანგულ ალპებში გააგზავნეს. იქ მტაცებელი ცხოველები უნდა გაანადგურონ, რომლებიც სოფლის მეურნეობას ზარალს აყენებენ. მონადირეები ამ რაიონში ადგილობრივი მწყემსების და ფერმერების თხოვნით ჩავიდნენ, რადგანაც ზაფხულში აქ ცხვრების ფარებზე მგლების თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთის ხელისუფლება იძულებული იყო ამ ნაბიჯზე წასულიყო ალპების რეგიონში რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ნაკრძალის უფროსიც კი გაიტაცეს. მგლების დახოცვის დაშვებით საფრანგეთმა ევროპული კანონმდებლობაც კი დაარღვია. ამასთანავე, ბუნების დაცვის საკითხთა სპეციალისტები აცხადებენ, რომ მგლები საჭირო ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებენ. 2014 წელს მგლებმა ფრანგულ ალპებში 8500 შინაური ცხოველი დახოცეს. წელს, ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება.