რუსეთი სირიაში ავიამზიდს აგზავნის

ერთადერთი რუსული ავიამზიდი-კრეისერი „ფლოტის ადმირალი კუზნეცოვი“ კვირის ბოლომდე მურმანსკიდან სირიის სანაპიროსკენ გაემართება. ამის შესახებ გამოცემა FlashNord-ი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მაისიდან აგვისტომდე ავიამზიდი რემონტს გადიოდა და ამჟამად სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. მას სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად გააგზავნიან.
ავიამზიდის სიგრძე 304 მეტრს შეადგენს, სიგანე – 72 მეტრს და წყალწყვა – 55 ათას ტონას. ხომალდზე 52 თვითმფრინავის და ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი, მისი ეკიპაჟი 1960 მატროსისა და ოფიცრისგან შედგება.
რა ხომალდები ჩაერთვებიან ოპერაციაში ავიამზიდთან ერთად, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც წესი, ამ ტიპის ხომალდების გადაადგილება ესკადრის შემადგენლობაში ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები