„ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა“ – რატომ შეხვდნენ ისინი ნიკა გვარამიას

ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა, რაც პარტიის ჯანსაღად მოაზროვნე წრეებისთვის ამაზრზენია, – ამის შესახებ გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული ფაქტორის გამო დატოვეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონის საკრებულოში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ ალასანიას პარტია.
“პარტიაში ხედავენ, რომ ირაკლი ალასანია საკუთარი ფეხით ადის გილიოტინაზე და სხვებსაც სძირავს. ირაკლი ალასანიას ლიდერი დღემდე გიგა ბოკერიაა, რაც პარტიის ჯანსაღად მოაზროვნე წრეებისთვის ამაზრზენია. მათთვის მიუღებელია მუდმივად პოლიტიკური ინსტრუქციების მიღება გიგა ბოკერიასგან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მიზეზით დატოვეს თბილისსა და რამდენიმე რეგიონის საკრებულოში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ ალასანიას პარტია.
ფრაქცია “თავისუფალმა დემოკრატებმა“ თბილისის საკრებულოში საქმიანობა შეწყვიტა,რადგან ჯახველაძე, მუსხელიშვილი, ახვლედიანი და ჯიშკარიანი ალასანიას “ნაციონალებთან“ გარიგებას გაემიჯნენ და ეს მოღალატეობრივ ნაბიჯად ჩაუთვალეს. თუმცა ალასანია თავისას არ იშლის – ის აქტიურადაა ჩართული “ნაციონალებისა“ და საკუთარი თავის გადარჩენის სპეცოპერაციაში“,- წერს გაზეთი “ალია“.
გამოცემის ინფორმაციითვე, ალასანიას ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა გიგა ბოკერიასთან და “რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან.
“ალიას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ხალხის ქუჩაში გამოყვანისა და ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის სცენარი გაიხილეს. „ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონია გიგა ბოკერიასთან და “რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან, სადაც რევოლუციური გეგმები განიხილეს. შეგახსენებთ, რომ აქტიურად განიხილება ხალხის ქუჩაში გამოყვანის გეგმა. “ნაცებმა“ იციან, რომ საკუთარი აქტივისტების გარდა, ხალხი მათ მიტინგზე არ მივა, მით უფრო ვადამდელი არჩევნების მოსათხოვნად, ამიტომ ვითარების დამძიმების მიზნით ჩანაფიქრია, რომ “რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა გათიშონ და ხალხს ქუჩაში საშველად მოუხმონ, ლოზუნგით -“თავისუფალ სიტყვას კლავენ, ყველანი ქუჩაში!“ ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, შესაძლოა, ის ხალხი მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ “ნაცებმა“ და ალასანიამ რევოლუცია მოახდინონ თბილისის ქუჩებში“, – წერს გაზეთი “ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები