იშლება თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“ – კიდევ ვინ დატოვებს ალასანიას გუნდს

“ალიას“ ინფორმაციით, ალასანიას პარტიაში ტექტონიკური ძვრები დაწყებულია. გამოცემასთან საუბრისას, ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ ზალკალიანი ბოლო არ იქნება, ვინც ირაკლი ალასანიას გუნდს პარტიის თავმჯდომარის “ნაციონალებთან“ თანამშრომლობის გამო დატოვებს. წყაროს ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძეს და ირაკლი ალასანიას შორის სერიოზული უკმაყოფილებაა, რადგან მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა“ ჩადგა.

„ვიქტორ დოლიძეს არ უნდა დაკარგოს პოლიტიკური და ადამიანური სახე, ამიტომ ის კატეგორიულად ემიჯნება ალასანიას “ნაციონალებთან“ თანამშრომლობას, თუმცა ვიქტორ დოლიძე შიდაპარტიულ ბრძოლაში მარტო არ არის, პარტიის შიგნით არის დაჯგუფება ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, სულხან ღლონტის შემადგენლობით, რომლებიც, ამავე წყაროს თქმით, პარტიიდან წამსვლელთა სათადარიგო სკამზე სხედან. ეს ჯგუფი მოვლენებს რეალურად აღიქვამს, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ფორმით “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაწყვილება, რასაც ალასანია არ გამორიცხავს. მათთვის “ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე ძალასთან ასოცირდება, ისინი არ ივიწყებენ წარსულს, თუმცა ფიქრობენ მომავალზე და თვლიან, რომ მათი “ნაციონალებთან“ გაერთიანება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაუშვებელია. როცა ირაკლი ალასანია სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე საუბრობს და “რუსთავი 2“-ის დასაცავად თავს სწირავს, ამ ჯგუფს ისიც ახსოვს, დაარბია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ტელეკომპანია “იმედი“; ახსოვთ, რა ბინძური მეთოდებით ებრძოდათ მათ “რუსთავი“, ახსოვთ, როგორ შექმნა ვანო მერაბიშვილლმა “ რეალ ტვ“ და რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი – როგორ კლავდა სიტყვის თავისუფლებას. არ შეიძლება, ნამუსზე ხელი აიღო და ასე ურცხვად, არაკაცურად ამტკიცო, რომ შავი თეთრია… ალასანიას მიმართ პარტიაში პრეტენზიები ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა, როცა მან საკუთარი პარტიის წევრების “გადაგდება“ და აკრძალული თამაშებით თამაში დაიწყო. ბიძინა ივანიშვბილის ზურგს უკან, “ნაციონალებთან“ გარიგებებს თავი რომ დავანებოთ, ალასანია თავისი საპრეზიდენტო ამბიციებით, პარტიზანული მოქმედებებითა და ვირეშმაკობით, პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ძალიან ამორალური იყო.

2012 წელს ალასანიამ მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ვერ და არ დაამარცხა ისეთი ბოროტება, როგორიც არის როლანდ ახალაია. მას ჩაბარებული ჰქონდა სამეგრელოს რეგიონი, სადაც სამარცხვინოდ წააგო და ამ წაგების უკან მისი გუნდის წევრებმა “ნაციონალებთან“ გარიგება დაინახეს. ალასანიას საარჩევნო ოფისს ყველაზე დიდი ფული ჰქონდა გადარიცხული, საუბარია რამდენიმე მილიონზე, მაგრამ დღემდე არავინ იცის, სად წაიღო ალასანიამ ეს ფული. კაცმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ციხის სკანდალური კადრების რეჟისორების მამასთან, როლანდ ახალაიასთან წააგო არჩევნები. ამით ყველაფერია ნათქვამი. ამიტომაც მისი ამბიციები ყველას ყელში აქვს ამოსული!“, – წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პარტიის ერთი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის მომხრეა. წყაროს ინფორმაციით, ესენი არიან ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე.

„ერთ მხარეს დგას ჯანსაღად მოაზროვნე ჯგუფი, “ნაცებთან“ ლაქიაობას კი მხარს უჭერენ ალექსი-ბუკა პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე. ალექსი-ბუკა პეტრიაშვილის რა მოგახსენოთ, სულ თრობასა და ნირვანაში მგონია ეგ კაცი და მის არასერიოზულ განცხადებებს ჩიტის ბუმბულის წონა აქვს,მაგრამ რაც შეეხება ნინო გოგუაძეს,ის “ნაცქალების“ დაქალია და ამის დამადასტურებელი ფოტომასალა არაერთხელ გამოქვეყნებულა მედიაში. ეს ხალხი ნამდვილად არასოდეს გაფრიდნება ალასანიას ორბიტიდან, მათთან ერთად თუ დაამხობს ხელისუფლებას ირაკლი ალასანია,მაშინ ირაკლი კი არა, ბრუსლი ყოფილა. ირაკლიმ კვირა ბრახუნია განცხადებით დაიწყო. გავრცელებულ ინფორმაციას, ვიქტორ დოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ, 10 ოქტომბერს ასე უპასუხა “ვიქტორ დოლიძე ჩვენთან ერთად შევა პარლამენტში და დაამხობს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ჯერ კიდევ კოალიციაში რომ ვიყავით, ბიძინა ივანიშვილს ოცნება ჰქონდა, “თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციაში ყოფილიყვნენ ალასანია გარეშე, “რესპუბლიკელების“ შემთხვევაში პირიქით იყო“, ალასანიამ ფაქტობრივად, ღიად დაანონსა, რომ ხელისუფლების დამხობას ნებისმიერ ფასად აპირებს. ეს ტერმინოლოგია კი მის ფრაზეოლოგიაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის “ნაციონალების“ სარეველასავით გადაეფსკვნა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა,ამ კაცზეა ნათქვამი“, – წერს გაზეთი “ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები