ფლორიდაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ს ფლორიდის შტატში, ე.წ. მობილური სახლების გაჩერებაზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ქალაქ პალმ-ბიჩის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ მისი ზუსტი რაოდენობა უცნობია. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ორ სახლში ხანძარი გაჩნდა. ავიაკატასტროფის ფაქტი აშშ-ს ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები