„ხალვაში ბანდიტური პრინციპით არ იწყებს საქმის მოგვარებას, არამედ ცივილური ფორმით მივიდა სასამართლოში“

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ინტერნეტ გამოცემა for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2“-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი გამვლელი არ არის და რაღაცა ისტორია აკავშირებდა ამ ტელეკომპანიასთნ, ირჩევს ყველაზე ცივილურ ფორმას და სასამართლოს გზით იწყებს სამართლებრივ დავას.
„ბანდიტური პრინციპით ქუჩაში, ან ტყეში არ იწყებს საქმის მოგვარებას, არამედ ცივილური ფორმით მივიდა სასამართლოში. თურმე, ნუ იტყვით, და ადამიანს, რომელსაც გარკვეული წვლილი აკავშირებდა „რუსთავი 2“-თან, არ შეუძლია დავა აწარმოოს სასამართლოში! თურმე, ნუ იტყვით, და ამ ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც იწყევლება უკვე და ლამის ყველაფერი დაიპუტოს, პასუხი არ უნდა გასცე. იცით, მე უკვე ვამჩნევ, რომ ფიზიკურად მთლად ჯანმრთელად ვეღარ უნდა გამოიყურებოდეს ეს კაცი. ბედავს და აქეთ კარნახობს მოსამართლეს როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – აბა, თქვენ იცით, მოსამართლეებო, თუ ისეთ განაჩენს არ დადებთ, როგორიც ჩვენ გვაწყობს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა – აი, ასეთ სითავხედეს იყვნენ მიჩვეული წლების განმავლობაში. დღეს ეს დაკარგეს და ვერ ეგუებიან ამას“ – აცხადებს ინტერნეტ გამოცემა for.ge-სთან საუბარში ზაზა პაპუაშვილი.
დეპუტატის თქმით, ადამიანები, რომლებიც შევარდნენ სხვა ტელევიზიაში, ამ ადამიანებმა სხვას რა უნდა უთხრან? „ქიბარ ხალვაში ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი სასამართლოში აწარმოებს დავას და წერტილი. დანარჩენი რა იქნება ფინალი, ვნახოთ სასამართლოს განაჩენი, ეს არის და ეს. „რუსთავი 2“ არ არის სიტყვის თავისუფლების ტრიბუნა!“- ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები