„რესპუბლიკელები“ „ნაციონალების“ დაუძინებელი მეგობრები არიან“

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას თავის გასაძლიერებლად იყენებს. ამის შესახებ ბარამიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
„გაიხსენეთ, სულ ცოტა ხნის წინათ როგორი კულუარული ომი მიმდინარეობდა იმისთვის, რომ „რესპუბლიკელებს“ შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაეგდოთ ხელში! „რესპუბლიკელები“ მონაწილეობენ თბილისის მერის დავით ნარმანიას დისკრედიტაციის კამპანიაშიც, რადგან მათ თბილისის მერის თანამდებობაზეც „რესპუბლიკელის“ დასმა სწადიათ. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც პრემიერის თანამდებობაა. დიახ, „რესპუბლიკური პარტია“ ღარიბაშვილის გადადგომისა და პრემიერის თანამდებობის ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის,“ – აცხადებს გიგლა ბარამიძე.
მისივე თქმით, „რესპუბლიკელები“ „ნაციონალების“ დაუძინებელი მეგობრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები