თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში შეიარაღებული არასრულწლოვანი შეიჭრა – პატრულმა იგი დროულად დააკავა

„თბილისის ერთ- ერთ კერძო სკოლაში შეიარაღებული არასრულწლოვანი პირი დააკავეს“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, 15 წლის შეიარაღებული მოზარდი თბილისის მწვანე სკოლის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის დროს შეიჭრა.
„სკოლის ტერიტორიაზე ორი ბიჭი შეიპარა, რომლებსაც იარაღი ჰქონდათ, მაგრამ დაცვამ შეამჩნია, მიხვდნენ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები რომ არ იყვნენ და შეაჩერეს. შემდეგ მოსთხოვეს, მაისურები აეწიათ და ჯიბეები გადმოებრუნებინათ. ერთ- ერთი დაცვას არ დაემორჩილა და გაიქცა. დააკავეს და როცა მაისური აუწიეს, იარაღი ჰქონდა შარვლის ქვეშ.
ამბობენ, ნაგანი ჰქონდაო, მაგრამ მერე თქვეს, პნევმატური იარაღიაო. ერთი ბიჭი, რომელსაც იარაღი უპოვეს, დაიჭირეს. ორწლიანი პირობითი ჰქონია და კიდევ დაუმატეს იარაღის ტარებისთვის. პატრულმა წაიყვანა. ამბობენ, ვიღაცის სანახავად იყო მოსული სკოლაშიო“,-აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.
სკოლის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ სკოლაში შეპარულ 15 წლის ბიჭს პნევმატური იარაღი ჰქონდა.
როგორც ცნობილია, პნევმატურ იარაღსაც სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნებართვა, რადგან ამ ტიპის იარაღის დადგენილი წესების გარეშე მოხმარებასაც მოჰყვება მძიმე შედეგები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვნებისთვის მისი ტარება ნებადართული არ არის.
ინციდენტის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ საგანგებო სიტუაცია შემოიღო და სკოლის ტერიტორიაზე მშობლების შეშვება აიკრძალა. ამასთან, პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები