თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა

“სითი პარკის” საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ორი დღის წინ მთავარ პროკურატურაში დოკუმენტაცია გაგზავნა.
„ორი დღის წინ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც, ჩვენი აზრით, “სითი პარკის” სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
მათი საქმიანობისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების კვლევაც დავასრულეთ და მის დამფუძნებლებს შევთავაზეთ გონივრული ცვლილებები “სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ველოდებით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ ამაზე“,- აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, მერია ქალაქს მრავალსართულიან პარკინგებს დაჰპირდა, რასთან დაკავშირებითაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია.
„ამ კვლევაზე დაყრდნობით რამდენიმე ადგილზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები