დავით ნარმანია: არ ვაპირებ, “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებებიდან გამომდინარე, დავტოვო თანამდებობა

„არ ვაპირებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო ჩემი თანამდებობა“,-ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წამოყენებული მოთხოვნა, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია.
„ჩემი გადადგომის შესახებ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურობას. მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო თანამდებობა“, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მერის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას დიდი ხანია ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები