ქიბარ ხალვაში: გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გია ყარამანიშვილი ყველაზე სანდო პიროვნება იყო და სწორედ ამიტომ ანდო მას “რუსთავი 2“.
ხალვაშის აზრით, ნიკა გვარამიას ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა.
“გია ყარამანაშვილს ვიცნობ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მასაც არა უშავდა. ის მიშას ჯგუფელია. მეორე ძმას არ ვიცნობ. გია ყარამანაშვილს გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვიცნობდი. მიშასთვის ის ყველაზე სანდო ადამიანი იყო, “რუსთავი 2”-იც მას სწორედ ამიტომ ანდო. გვარამიას კი ეშინია, კონტროლი არ დაკარგოს და არ გაუგონ, რამდენი მიითვისა“,-აცხადებს ქიბარ ხალვაში.
გავრცელებულ ვერსიაზე, რომ სააკაშვილსა და კეზერაშვილს ტელეკომპანიაში ჩიქოვანის შემოყვანით ყარამანაშვილების ჩაჩოჩება უნდოდათ,- ხალვაში აცხადებს,რომ სააკაშვილსაც და “ნაციონალებს” უნდათ, ტელეკომპანია ზედმეტი ვალდებულებებით დატვირთონ. “მათ რომ გაუგო, მათსავით ტვინნაღრძობი უნდა იყო. მიშასა და “ნაციონალებს” უნდათ, ტელეკომპანია ზედმეტი ვალდებულებებით დატვირთონ.
მთავარი მოქმედი პირი ოდესაშია, რა მნიშვნელობა აქვს, ყარამანაშვილები სად არიან?! “,-აცხადებს ხალვაში.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ხალვაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ 1992 წლის შემდეგ დავალება არავისგან მიუღია.
“1992 წლის შემდეგ დავალება არავისგან მიმიღია, ამიტომ ვერიდები საჯარო და სხვის სამსახურში ყოფნას. ასე რომ, ეს სიტყვა ძალიან “ნაცურად” ჟღერს… ნეტავ იცოდეთ, გვარამიას ბრალდება როგორ არ მენაღვლება“,- აღნიშნავს ხალვაში.
წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები