ვაზისუბანში ღვთისმშობლის ხატს მირონი სდის

ინგლისური ენის პედაგოგი ნანა კიბაბიძე, რომელიც ვაზისუბანში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ მის ცხოვრებაში სასწაულები რამდენიმე წლის წინათ დაიწყო… ამ დღეებში კი მის სახლში მისაღებში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს („ შენ ხარ ვენახი“) მირონდენა დაეწყო. თვითმხილველები ამტკიცებენ,რომ ნაღვენთები შეამჩნიეს, ფოტოებიც გადაიღეს, სითხე სურნელოვანია და მათი მტკიცებით, ეს მირონი უნდა იყოს.
ქალბატონი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს, ამბობს, რომ ხატს დროდადრო ნაღვენთები აქვს, სითხე სურნელოვანია და ხატთან მოსალოცად უამრავი მორწმუნე მიდის სამეზობლოდან, სასულიერო პირები მათ აფრთხილებენ, რომ ხატს სათუთად მოეპყრან, არ უსვან თითები ზედ, დაუნთონ სანთლები, კანდელი და ილოცონ, რომ ამ მოვლენამ სათითაოდ ყველას კეთილდღეობა და წყალობა მიანიჭოს.12080895_413595078846681_1835796759_n
“რამდენიმე დღეა, ხატს შიგნიდან დაეწყო დასველება, ჯერ ვერ მივხვდი. ადგილები გაბაცდა და ამოიბურცა, აქვს სურნელი, ქვემოდან დაიწყო და ნელ-ნელა ადის და ივსება, არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, დავუძახე მზეობლებს და ახლობლებს, ბევრმა არ იწამა, მაგრამ ხელით რომ შეეხნენ და სურნელიც იგრძნეს, გაოცდნენ, ფოტოებიც გადაუღეს. დღის განმავლობაში წვეთებიც შეიმჩნევა. მამაოს რჩევით მოვიტანე კანდელი, ზეთით გადავავსე და დავანთე, მთელი დღე ენთო, საღამოს კანდელში ზეთი ისევ იმდენი იყო, არ აკლდებოდა. ალბათ ესეც ნიშანია.
მამაოები იყვნენ მოსულები, თქვეს, ეს მირონიაო. მათ უნახავთ სხვა მირონმდენი ხატებიც, ამბობენ, რომ ხშირად ეს ღვთისმიერი პროცესი ხანგრძლივი არ არის, წამოუვა ხატს მირონი და მერე ჩერდება ხოლმე. ჩემთან შიგნიდან ივსება ხატი. მამაოების თქმით, თუ ხატი გადაივსო, ტაძარში მისი გადაბრძანება გახდება საჭირო, შეიძლება ძირის მოხსნა გახდეს საჭირო, რათა იდინოს და ჭურჭელში ჩაიღვენთოს“,-აცხადებს ნანა კიბაბიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები