ვინ გეგმავს თავდასხმას პაატა ზაქარეიშვილზე?

ვინ გეგმავს თავდასხმას პაატა ზაქარეიშვილზე? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
გამოცემასთან საუბრისას ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე უახლოეს დღეებში “თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები გეგმავენ თავდასხმას. “მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩადიოდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში “ზონელები“ სააკაშვილთან ოდესაში და როგორ იღებდნენ დავალებებს, რა უნდა გაუკეთონ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს. იქნება ჯგუფური მივარდნები… მაგალითად, ასე მივარდნენ აფხაზეთის მთავრობის ღონისძიებაზე, სადაც აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გამოლანძღეს. ამის შესახებ ვიდეოკადრებიც გავრცელდა. თქვენი გაზეთის საშუალებით ვაფრთხილებ პაატა ზაქარეიშვილს, უახლოეს დღეებში მასზე იგეგმება ანალოგიური თავდასხმა “ზონელებისგან“. უკაცრავად ჟარგონისთვის, მაგრამ ესენი უკვე ისე გათავხედნენ, თანამდებობის პირებს პირდაპირ “უსადკავებენ“ სამინისტროებთან და აყენებენ შეურაცხყოფას. სააკაშვილმა ამათ დაავალა, რომ უნდა გადავიდნენ აგრესიული ხასიათის კამპანიაზე“, – აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები