რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო (ვიდეო)
რუსეთმა სირიაში ავიაიერიშები დაიწყო. ამის შესახებ CNN იუწყება. აშშ-ს ოფიციალური წყაროების ცნობით, ავიადარტყმები ქალაქ ჰომსის მახლობლად განხორციელდა. კონკრეტულად რა დაბომბეს რუსულმა თვითმფრინავებმა, ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს მიმართა, რათა ამერიკულმა თვითმფრინავებმა სირიის საჰაერო სივრცე დატოვონ. თავის მხრივ, შეერთებული შტატების სამხედროები ამბობენ, რომ მათი თვითმფრინავები ოპერაციას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
დღესვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატამ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას სირიაში სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების შესახებ. როგორც ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, ავიაიერიშები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე განხორციელდება.