სირიაში თვითმკვლელი „ბოევიკი“ თანამებრძოლებს ემშვიდობება (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სირიელი თვითმკვლელი ტერორისტია გადაღებული. ის დავალებაზე წასვლის წინ, სადაც ტერაქტი უნდა მოაწყოს, თავის თანამებრძოლებს ემშვიდობება. ვიოდეორგოლზე გადაღებული ახალგაზრდა მამაკაცი ჯაფარ-ალ-თაიარია. ის „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება „ჯაბჰათ-ალ-ნუსრას“ წარმომადგენელი იყო.
გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ვიდეო სირიაში, ქალაქ ფუაში მოწყობილი ტერაქტის წინაა გადაღებული. რაღაც მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი ტირილს იწყებს, ვინაიდან ხვდება, რომ უნდა დაიღუპოს. თანამებრძოლები კი მას ამხნევებენ.
ამის შემდეგ კადრებში შორიდან გადაღებული აფეთქება ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები