თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში „ქურთთა მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბის განცხადებაშია მითითებული.
„ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია იარაღის საწყობები, რომლებიც სეპარატისტულ ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნის“, – განაცხადეს უწყებაში.
თურქეთის შეიარაღებული ძალები „ქურთთა მუშათა პარტიის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს 24 ივლისიდან ბომბავენ. ამ ხნის მანძილზე ქურთმა „ბოევიკებმა“ არაერთი ტერორისტული შეტევა განახორციელეს, რის შედეგად 110 პოლიციელი და სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები