ეგვიპტე საფრანგეთთან „მისტრალების“ შეძენაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
ეგვიპტის დეპეგაცია საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპრაკებას აწარმოებს Mistral-ის ტიპის ორი ხომალდის შეძენაზე, რომელიც მანამდე რუსეთისთვის იყო განკუთვნილი.
გაზეთ La Tribune-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლება Gowind-ის ტიპის ორი კორვეტის შეძენითაც არის დაინტერესებული. ამჟამად მხარეები ფასზე შეთანხმებას ცდილობენ, მოლაპარაკება შეიძლება ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ საფრანგეთი ვერტმფრენმზიდ „მისტრალების“ მყიდველს ეძებდა. პოტენციურ მყიდველებს შორის ასახელებდნენ ინდოეთს, ბრაზილიას, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, ასევე ვიენტამსა და ეგვიპტეს. თავის მხრივ, მოსკოვი ცდილობს, გემების შემძენ ქვეყანას სპეციალურად „მისტრალებისთვის“ წარმოებული Ка-52К -ს ტიპის ვერტმფრენები მიჰყიდოს.