მინსკის შეხვედრა უკრაინის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა
უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მინსკში ეუთოს ეგიდით გამართული მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დონბასის კონფლიქტის მხარეები უკვე ოთხი თვეა დაპირისპირების ხაზიდან 100 მილიმეტრზე მძიმე შეიარაღების გაყვანაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.
ეუთოს წარმომადგენელი მარტინ საიდიკი სასოწარკვეთილია ამ შედეგით და ის მოლაპარაკების ჩაშლაში ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
მინსკის ბოლო შეხვედრა თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას მომავალ კვირას გააგრძელებენ.