ესტონეთში ტალინის მერი დააკავეს
ესტონეთის უშიშროების პოლიცია შუაღამემდე ატარებდა ჩხრეკას ტალინის მერის და ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერის ედგარ სავისაარის სახლში. ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გაზეთი Postimees იუწყება. პოლიციამ ესტონეთის მერი არაერთი ქრთამის აღების გამო დააკავა.
აბ ბრალდების მიხედვით, 2014 – 2015 წლებში სავისაარმა ქრთამის სახით როგორც თანხები, ასევე ქონება მიიღო თავის და მესამე პირთა სასარგებლოდ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავისაარს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავისაარის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ტალინის პორტში კორუფციული სკანდალისგან ყურადღების გადატანას, რომელშიც მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან გახვეულები.