მაკკეინი სააკაშვილთან სტუმრად ჩავა
აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „უკრინფორმი“ ოდესის საოლქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მაკკეინისა და სააკაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.
მიხეილ სააკაშვილი და ჯონ მაკკეინი დიდი ხნის მეგობრები არიან. 2006 წლის ზაფხულში მაკკეინმა და სააკაშვილმა შავი ზღვის ერთ-ერთ კურორტზე დაისვენეს.
აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჯონ მაკკეინი პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის საქართველოსთვის ნატოს წევრობას მიაღწევდა. მაკკეინი სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას არაერთხელ გამოთქვამდა.